ფეხბურთი

15:22 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგო: "გულდაწყვეტილი ვარ, "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტში ყოფნას ვიმსახურებდი"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა როდრიგომ განაცხადა, რომ „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის ყოფნას იმსახურებდა და France Football-ის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელია.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ფეხბურთელი 30 ნომინანტს შორის ვერ მოხვდა:

„ნაწყენი ვარ, რადგან ვთვლი, რომ ნამდვილად დავიმსახურე 30 ფეხბურთელში ყოფნა. არ მინდა დავაკნინო ფეხბურთელები, რომლებიც სიაში მოხვდნენ, მაგრამ ვფიქრობ, შემეძლო ტოპ 30-ში ვყოფილიყავი. ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ არაფრის გაკეთება შემიძლია, გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ“, - თქვა როდრიგომ.

შეგახსენებთ, რომ France Football-ი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს 28 ოქტომბერს დაასახელებს.

0.103733