ფეხბურთი

13:31 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "ნაპოლიმ" კვარაცხელია-ოსიმენის პსჟ-ში 210 მილიონად გაშვებაზე უარი თქვა

იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ „ნაპოლიმ“ ზაფხულში „პარი სენ-ჟერმენის“ შეტევა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მოიგერია, მაგრამ საბოლოოდ - არა.

წყაროს თანახმად, საჭიროა ქართველთან კონტრაქტის განახლება, რათა იტალიურმა კლუბმა თავი მშვიდად იგრძნობს და ხელშეკრულების 2029 წლამდე განახლებაზე მუშაობა გრძელდება.

როგორც იტალიური გაზეთი წერს, ზაფხულში „ნაპოლიმ“ გასულ ზაფხულს პსჟ-გან კვარასა და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 210 მილიონ ევროზე თქვა უარი.

გარდა ამისა, ნეაპოლური მედია წერს, რომ ხვიჩა ანტონიო კონტესთვის კიდევ უფრო მეტად მოიაზრება მოედნის ცენტრში სათამაშოდ, ვიდრე ფლანგზე. იტალიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ კვარას ფორვარდის უკან უფრო მეტი სივრცე და მეტი მოქმედების არეალი ექნება, ვიდრე მხოლოდ ფლანგზე თამაშით.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ოთხ მატჩში თავი თითო გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

0.123651