ფეხბურთი

16:44 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ორგვარ ინფორმაციას ავრცელებს

„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე იტალიური მედია ძალიან დიდი ხანია წერს, ახლაც ვრცელდება ინფორმაცია, თანაც ორგვარი.

მაგალითად, ნეაპოლური გაზეთი Il Mattino იტყობინება, რომ მხარეები შორს არიან შეთანხმებასთან, რადგან შეთავაზებასა და მოთხოვნას შორის სხვაობა 3 მილიონი ევროა. წყაროს თანახმად, „ნაპოლი“ კვარას სეზონში 5 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო მისი აგენტი მამუკა ჯუღელი 8 მილიონს ითხოვს. ამიტომ, ჯერჯერობით, შეთანხმება არ არსებობს.

მეორე მხრივ, Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, რომ პირიქით, ახლოს არიან შეთანხმებასა და ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, ევროპული გრანდების თავიდან მოსაცილებლად, აურელიო დე ლაურენტისს და ჯოვანი მანას ქართველთან ხელშეკრულების განახლება სურთ და ახლოს არიან მიზანთან.

ფაქტი ისაა, რომ ჯერჯერობით, კონტრაქტი არ გაფორმებულა, უცნობია, როდის გაფორმდება. ხვიჩას ხელშეკრულება 2027 წელს იწურება და მისი ხელფასი სეზონში 1.5 მილიონი ევროა.

0.116271