ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ უკრაინასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოზე ისაუბრა.
მან ვილი სანიოლის გუნდის შესახებ ლაპარაკისას ემოციები ვერ დამალა და აღნიშნა, რომ ძალიან ორგანიზებული გუნდია, რომლის წინააღმდეგ ურთულეს თამაშს ელოდება.
„ჩვენ უკრაინის ბევრი თამაში ვნახეთ, მაგრამ ასევე საქართველოსიც. რთული ჯგუფია, ჩეხეთიც ძალიან ძლიერია. სამშაბათს ძალიან რთული მეტოქე გვყავს, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ძალიან ორგანიზებული. ჩვეულებრივ, ისინი 3-5-2 სქემით თამაშობენ, ეს არის გუნდი, რომელსაც ფიზიკური სიძლიერის გარდა, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ძალიან ბევრს დარბიან, უტევენ, თავს იცავენ. ძალიან ორგანიზებული გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით, დიდებული ფეხბურთელებით. რა თქმა უნდა, ჩეხეთთან საქართველოს თამაში არ გვინახავს, რადგან აქ ვიყავით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამშაბათს ძალიან რთული თამაში გველოდება.
ფეხბურთელებმა პირველივე დღიდან იციან, რომ თუ ფეხი მიწაზე არ გვიდევს, ვერცერთი გუნდი ვერაფერს მიაღწევს, ვსაუბრობ, როგორც ეროვნულ ნაკრებზე, ასევე, პრემიერლიგის ან სერია A-ს გუნდზე, ყველგან ასეა, არ არსებობს ადვილი თამაში. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ვიგებთ, ფრეს ვთამაშობთ თუ ვაგებთ, ეს იმიტომ კი არ არის, რომ ფეხები მიწაზე არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ მეტოქეებიც ძლიერები არიან. ვიმეორებ, ეს ძალიან რთული ჯგუფია, ყველაფერი მოხდება. წინ უნდა ვიაროთ. უკრაინასთან დღევანდელმა გამარჯვებამ ბევრი რამ მოგვცა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორც აღნიშნეთ, საქართველო ძლიერია, ჩეხეთიც და უკრაინაც შესანიშნავი გუნდები არიან“, - თქვა სილვინიომ.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთისა და საქართველოს მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.