ფეხბურთი

2:20 | 8.09.2024 | ნანახია NaN - ჯერ

თემურ ქეცბაია: "დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან შემთხვევით არ გავსულვართ"

კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ჩეხეთთან საქართველოს ნაკრების გამარჯვებას (4:1) გამოეხმაურა:

„ვულოცავ ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს, ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად ვითამაშეთ და ჯგუფიდან გასვლაც არ იყო შემთხვევითი. წარმატებები ჩვენ ქვეყანას“, - დაწერა ქეცბაიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და მეორე ტურში 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:57 | 13.06.2021
გუსანი (746)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:58 | 12.06.2021
100% (432)

ოთარ მაგრად მიყვარს შენი თამაშის ყურება, წარმატებები.

21:28 | 12.06.2021
ilia_juventus (2091)

ჰაჰა კარგი იყო. მიდი კაკაბ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065777
სარეკლამო ადგილი - 99
X x X