საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ერთა ლიგის პირველ ტურში იტალიის ნაკრებთან მარცხის (1:3) კომენტარი გააკეთა.
„არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც გავაკეთეთ და ალიბს არ ვეძებთ. პასუხისმგებლობა ჩემია და ყოველთვის იქნება. ვერ ვითამაშეთ ისე კარგად, როგორც იტალიამ, მეტი უნდა გაგვეკეთებინა. ძალიან კარგად დავიწყეთ, შემდეგ კი, ყველაფერი გართულდა. ძალიან ბევრჯერ ბურთი დავკარგეთ და ფიზიკურად არ ვიყავით საუკეთესო კონდიციაში“, - თქვა დეშამმა.
საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში 9 სექტემბერს, ბელგიას უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ენფილდზე კარგ ჰანდიკაპით მოგებას ველოდები. დრაგაოზეც არ გამიკვირდება 2იანი რომ გაახერხოს კლოპომ
არაა ხელწამოსაკრავი გუნდი პორტუ ფრე არ იქნება ურიგო გასვლაზე
სახლში კი საკაიფოდ მოვუგებთ
ყველა ვარიანტში უნდა გავცდეთ პორტოს.ლივერპული და ლიგის ფლეიოფი მომენატრა
ლივერპული დაქოქილია