კალათბურთი

10:28 | 7.09.2024 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი შერმადინის 10 ქულა ამხანაგურ მატჩში

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ამხანაგურ მატჩში „მორაბანკ ანდორა“ 84:76 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ითამაშა. გიორგიმ 10 ქულა მიითვალა. მან 3-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

„ლენოვო ტენერიფე“ მოსამზადებელ ეტაპს გააგრძელებს და ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს, ხოლო ლიგა ენდესას პირველ ტურში „ბასკონიას“ ეთამაშება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06657