ფეხბურთი

11:11 | 7.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "გადამწყვეტი ჩვენი მენტალური ძალა იყო"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ საფრანგეთის ნაკრებთან გამარჯვების (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან გააკეთა, მთავარი მისი გუნდის მენტალური ძალა იყო.

„მატჩის დასაწყისი იყო საკვანძო: ყველამ მაშინვე მოახდინა რეაგირება, გუნდი ცდილობდა სიმშვიდის და ძალის მოპოვებას, შემდეგ ისე ითამაშეს, როგორც უნდა გვეთამაშა. შესაბამისად, ორმაგად იყოჩაღეს. ყოველთვის შეიძლება რაღაცის უკეთ გაკეთება, მნიშვნელოვანი იყო თამაშში დარჩენა, მიუხედავად ცუდი დასაწყისისა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მენტალური ძალა იყო გადამწყვეტი.

ჩვენი ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობა ახლა არ არის ისეთი, როგორიც სეზონის ბოლოს, როცა ენერგიისგან დაცლილი არიან. ამიტომ, ყველაფერი უკეთ მუშაობს. გარდა ამისა, გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც სურთ დამტკიცება, რომ ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან, ინდივიდუალური სურვილი ყოველთვის ნებისმიერი წარმატების გასაღებია.

ტონალიმ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. გვეშინოდა, რომ 90 წუთს ვერ ითამაშებდა, სამაგიეროდ, მან ბოლო 5 წუთში საოცარი გარბენები შემოგვთავაზა. ძალიან ძლიერი მოთამაშე დაგვიბრუნდა“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მომდევნო მატჩს 9 სექტემბერს, სტუმრად ისრაელთან გამართავს.

0.11566