კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ერთა ლიგაზე ლიეტუვასთან გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა თქვა, ეს მოგება მის გუნდს ფსიქოლოგიურად დაეხმარება.
„დღეს ბევრი ვიბრძოლეთ, ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს, რაც შეეძლოთ და არ შეეძლოთ. თავიდან კარგად ვერ დავიწყეთ, თავს კარგად ვერ ვიცავდით და ბურთს ვერ ვინარჩუნებდით. შემდეგ შევქმენით მომენტები, გავიტანეთ და მოვიგეთ.
მეორე ტაიმში ჩვენს კართან საფრთხე არ ყოფილა, ცვლილებები დაგვეხმარა, მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ შეცვლაზე შემოვიდნენ და გუნდს დაეხმარონ. ღრუბლებში არ დავფრინავთ, დავამარცხეთ გუნდი, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩვენი პოტენციალისაა. ბევრად უფრო რთული გუნდებია რუმინეთი და კოსოვო, მაგრამ გამარჯვება ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება.
პირველი 15 წუთი განსაკუთრებით არ იყო კარგი, ზოგიერთ მოთამაშეს სათამაშო პრაქტიკა აკლია, ზოგი გუნდში არსებულ სიტუაციაზე ფიქრობს. თუმცა, მიხარია ბიჭების გამო, რომ გასვლაზე 5 წლის შემდეგ ოფიციალური მატჩი მოვიგეთ.
კოსოვოსთან სახლში ვთამაშობთ და ბოლოს და ბოლოს, გვინდა ვიგრძნოთ, რომ ნამდვილად სახლში ვთამაშობთ. ჯერჯერობით, ეს არ მიგრძნია, ეს ეროვნული ნაკრებია, მოიგებს თუ წააგებს, არ აქვს მნიშვნელობა, ხალხი სტადიონზე უნდა მოვიდეს. ჩვენ არ ვითხოვთ 50 000 ადამიანს, არამედ 5-6 ათასიანი სტადიონის შევსებას“, - განაცხადა ქეცბაიამ.
კვიპროსის ნაკრები მომდევნო ტურში 9 სექტემბერს, კოსოვოს უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთ დროს კლუბი ინახავდა მესის ნეიმარს სუარესს რომელთაც ძალიან დიდი ხელფასი ქონდათ,ხოდა იმათი ხელფასები თუ არ იყო სხვა ფეხბურთელების რეგისტრაციისთვის პრობლემა ეხლა რაღატომაა პრობლემა?გასაგებია მაშინ შემოსავლებიც მეტი ქონდათ და როგორც ვიცი შემოსავლების 70 პროცენტს არ უნდა ცდებოდეს ფეხბურთელთა ხელფასები,ანუ უნდა ჩაჯდე 70 პროცენტიან ლიმიტში.ხოდა ასე როგორ დააზარალა კორონამ ბარსელონა,ანუ ასე როგორ დაუგდო შემოსავლები რომ ამათაც ვეღარ არეგისტრირებენ როცა ამათ ყველას ერთად არ აქვთ იმდენი ხელფასი რაც მსნ-ს და ხავიესტას ქონდათ.ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ არცერთ სხვა კლუბს იგივე პრობლემა არ აქვს.მოკლედ ბართომეუმ ყველანაირად გააქრო კლუბი.არც ისაა გამორიცხული ლაპორტა რომ სიაფანტობდეს კოუტინიოების და ასეთების მოსაშორებლად რომელთაც დიდი ხელფასი აქვთ და არაფერს აკეთებენ