ერთა ლიგის C დივიზიონი კვიპროსის ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. თემურ ქეცბაიას გუნდმა სტუმრად ლიეტუვა დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი პირველ ტაიმში იოანის პიტასმა გაიტანა და სტუმრებმა შემდეგ უპირატესობა შეინარჩუნეს. აღსანიშნავია, რომ კვიპროსმა ოფიციალური მატჩი სტუმრად 2019 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
ამრიგად, კვიპროსმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და 3 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი, 9 სექტემბერს, კოსოვოს უმასპინძლებს.