„უოტფორდში“ აგვისტოს საუკეთესო გოლის ავტორი გიორგი ჩაკვეტაძეა. გულშემატკივართა გამოკითხვაში, „მილუოლის“ წინააღმდეგ ჩაკვეს მიერ გატანილ ჯარიმას ყველაზე მეტი ხმა ერგო.
25 წლის ქართველს ხმების 45% ერგო და აჯობა ვაკუუნ ბაიოს და ედო კაიემბეს გოლებს.
მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძეს ერთი გოლის გარდა, ერთი საგოლე პასიც აქვს აქტივში.