ტურინის „იუვენტუსს“ ტრავმების მხრივ პრობლემები აქვს. გუნდს ახალწვეული ფრანსისკო კონსეისაო გამოაკლდა, რომელიც ვარჯიშზე დაშავდა.
21 წლის ფეხბურთელს კუნთის დაზიანება აღენიშნება და 10 დღის შემდეგ ხელმეორე გამოკვლევა ჩაუტარდება. იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ის სავარაუდოდ ერთი თვე ვერ ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ კუნთების ტრავმების გამო ტურინულ გრანდს სეზონის სტარტზე მანამდე ტიმოთი ვეა და ხეფრენ ტურამი გამოაკლდნენ, რომლებიც ასევე ლაზარეთში არიან და მოედანზე მათი დაბრუნების დრო უცნობია.
ფრანსისკო კონსეისაო „იუვენტუსმა“ „პორტუდან“ იჯარით დაიმატა და ჯერ „ბებერ ქალბატონში“ ერთხელ ითამაშა.