ხუან მატა ავსტრალიის ჩემპიონატში ითამაშებს. 36 წლის ფეხბურთელმა „ვესტერნ სიდნეი უონდერერსთან“ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
მატა ბოლოს იაპონიაში, „ვისელ კობეში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა და ავსტრალიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
"მიხარია, რომ "სიდნეი უონდერერსს" შევუერთდი, რომელიც ერთადერთი ავსტრალიური კლუბია, რომელსაც აზიის ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. ერთი სული მაქვს მზადება დავიწყო და კიდევ ერთი ქვეყნის ჩემპიონატი მოვიგო", - თქვა მატამ.
ხუან მატას კარიერის განმავლობაში „ვალენსიაში“, „ჩელსიში“, „მანჩესტერში“, „გალათასარაისა“ და „ვისელ კობეში“ უთამაშია, 2010 წელს მსოფლიოს, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.