„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძვის.
იტალიის ჩემპიონატში გასული თვის MVP ექვს ფეხბურთელს შორის გამოკითხვით აირჩევა. კვარაცხელიას გარდა, ნომინირებული არიან მარკუს ტურამი (ინტერი), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), საულ კოკო (ტორინო), მატეო რეტეგი (ატალანტა) და დენის მანი (პარმა).
ხმის მიცემა სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი და ის რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კვარაცხელიამ თვის MVP-ის ჯილდო 2022-2023 წლების სეზონში სამჯერ, აგვისტოში, თებერვალსა და მარტში მოიგო, გასულ სეზონში კი, არ მოუგია. მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერსა და მარტში ნომინანტებში ორჯერ იყო.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო „ბოლონიასთან“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.