ფეხბურთი

10:26 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა სკალონიმ ლიონელ მესის ეროვნულ ნაკრებში გამოუძახებლობის მიზეზი დაასახელა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ სექტემბრის სანაკრებო შეკრებაზე ამერიკული „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელის, ლიონელ მესის გამოუძახებლობაზე ისაუბრა.

„ადრე ვესაუბრე მესის, ვკითხე მისი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ის ჯერ არ ვარჯიშობდა, ამიტომ ნაადრევი იყო მასთან დარეკვა. ახლა მისი თქმით, უკვე გამოჯანმრთელდა და დაბრუნება დროის საკითხია.

ჯერ არ არის ცნობილი ზუსტი თარიღი, როდის გამოვა ლეო მოედანზე, მაგრამ მისი გამოძახება შემდეგ შკრებაზე იმაზე იქნება დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა თავისი კლუბის მომავალ მატჩებში“, - ციტირებს სკალონის სიტყვებს All About Argentina.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ფეხის ტრავმა მიიღო 2024 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩზე კოლუმბიასთან (1:0), რომელიც 15 ივლისს გაიმართა. მას შემდეგ ფეხბურთელი მოედანზე არ გასულა.

სექტემბრის საერთაშორისო შესვენების დროს არგენტინის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ჩილესა და კოლუმბიასთან გამართავს.

0.117079