ფეხბურთი

21:08 | 4.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

France Football-მა წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე ნომინანტებში მამარდაშვილიც შეიყვანა

France Football-მა 2024 წლის საუკეთესო მეკარის ნომინანტებში გიორგი მამარდაშვილი შეიყვანა.

ქართველ მეკარეს „ვალენსიასა“ და განსაკუთრებით ევრო 2024-ზე შესანიშნავი თამაში დაუფასდა და ლევ იაშინის სახელობის ჯილდოზე ნომინანტებში კარიერაში პირველად მოხვდა.

წლის საუკეთესო მეკარის პრიზისთვის იბრძოლებენ:

იან ზომერი (ინტერი, შვეიცარია), უნაი სიმონი (ბილბაო, ესპანეთი), რონუენ უილიამსი (სუნდონსი, სამხრეთ აფრიკა), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, საქართველო), მაიკ მენიო (მილანი, საფრანგეთი), ანდრეი ლუნინი (რეალი, უკრაინა), გრეგორი კობელი (დორტმუნდი, შვეიცარია), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია), დიოგო კოშტა (პორტუ, პორტუგალია).

France Football-ი 2024 წლის საუკეთესო მეკარეს 28 ოქტომბერს დაასახელებს, როდესაც დაჯილდოების ცერემონია გაიმართება და ოქროს ბურთის გამარჯვებულიც გამოვლინდება.

ლევ იაშინის სახელობის პრიზს წლის საუკეთესო მეკარეს ფრანგული ჟურნალი 2019 წლიდან გადასცემს და დღემდე ის მოგებული აქვთ ალისონს, ჯანლუიჯი დონარუმას, ტიბო კურტუას და ემილიანო მარტინესს.

0.114907