ფეხბურთი

17:15 | 4.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი: "ძალიან ბედნიერი ვარ, მინდა, "გალათასარაის" ფანები გოლებით გავახარო"

ვიქტორ ოსიმენმა სტამბოლის „გალათასარაიში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა. მან 45-ნომრიანი მაისური აირჩია და კომენტარიც გააკეთა:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, საოცარი ატმოსფეროა. მინდა მოედანზე, რაც შეიძლება მალე გავიდე. მერტენსთან ერთად მითამაშია, ის ძალიან დამეხმარა. მასთან აქ წამოსვლამდე ვისაუბრე კიდეც, ერთი სული მაქვს, მოედანზე მასთან ერთად გავიდე. ძალიან გამიხარდა, რომ გულშემატკივრები აეროპორტში დამხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გვიანი ღამე იყო. მინდა, ისინი გავაგიჟო გატანილი გოლებით და სტადიონზე ჩემს სახელს სკანდირებდნენ“, - თქვა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „გალათასარაის“ სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, მაგრამ თუ იანვარში „ნაპოლის“ ნიგერიელზე მისაღები შეთავაზება ექნება, ის თურქულ კლუბს დატოვებს და სხვა გუნდში გადავა.

0.117427