ფეხბურთი

23:05 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

„ულსანის“ ფეხბურთელი გიორგი არაბიძე სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი უშუალოდ K ლიგის ვებგვერდმა გამოარჩია. გიორგი პირველად მოხვდა ტურის საუკეთესო 11-ეულში. მან გასულ ტურში „პოანგის“ წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მხოლოდ 45 წუთი გაატარა, დუბლი შეასრულა.

გიორგი არაბიძეს სამხრეთკორეულ გუნდში 3 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

„ულსანი“ 51 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 სექტემბერს, „განგვონს“ უმასპინძლებს.

0.124692