უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე (19-წლამდე) „დინამო თბილისი“ იასპარეზებს, რომლის მეტოქე პირველ ეტაპზე გაირკვა.
ქართული გუნდი მონტენეგროს „ბუდუჩნოსტს“ შეხვდება, პირველი მატჩი 18 სექტემბერს, თბილისში გაიმართება, ხოლო საპასუხო 2 ოქტომბერს - პოდგორიცაში.
ამ წყვილში გამარჯვებულს დაპირისპირება თურქულ „ტრაბზონსპორთან“ მოუწევს (23 ოქტომბერი - 6 ნოემბერი), ხოლო მეორე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში „დინამო თბილისის“ მეტოქე ისრაელის „მაკაბის“, ჩრდილომაკედონიურ „ბრერა სტრუმიცასა" და ბოსნიურ „სარაევოს“ შორის ერთ-ერთი იქნება.