დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველი ლუკა ლაცაბიძე კარიერას ოდესის „ჩერნომორეცში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
20 წლის ფეხბურთელი ოდესელებს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით შეუერთდა, სადაც წესით, უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა ჰქონდეს, რადგან „შახტარის“ მთავარ გუნდში ამის საშუალება არ ეძლეოდა.
ოდესის „ჩერნომორეცი“ უკრაინის ჩემპიონატში წარუმატებლად თამაშობს და 3 ქულით მხოლოდ მე-13 ადგილზეა.