სხვა

19:56 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნინა თიბილაშვილი პარალიმპიადის ნახევარფინალშია

ხმლით ფარიკაობაში პარიზის პარალიმპიური თამაშების მეოთხედფინალური შეხვედრა მოიგო ქართველმა ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა (A კატეგორია). მან შვიდი პარალიმპიური ოქროს მფლობელი მოფარიკავე იუ ჩუ იე ანგარიშით 15:4 დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ნინა თიბილაშვილმა პირველ შეხვედრაში სამხრეთკორეელი ეტლით მოფარიკავე ჰიო კიონგ კვონი ანგარიშით 15:5 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალშია გასული ირმა ხეცურიანიც.

ნინა თიბილაშვილი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, გუნდურ თანრიგში მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მრავალგზის გამარჯვებულია.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.

0.121055