სხვა

18:47 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ირმა ხეცურიანი პარალიმპიადის ნახევარფინალშია

პარიზის პარალიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი (B კატეგორია). მან ხმლით ასპარეზობაში მეოთხედფინალში პოლონელი პარასპორტსმენი ანგარიშით 15:9 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა ვენესუელელ ფრანსია ხაიმეს როხასს ანგარიშით 15:2 სძლია. გარდა ამისა, მეოთხედფინალშია ნინა თიბილაშვილი, რომელმაც პირველ შეხვედრაში სამხრეთკორეელი ეტლით მოფარიკავე ჰიო კიონგ კვონი ანგარიშით 15:5 დაამარცხა.

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის 21-გზის გამარჯვებულია.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.

0.119075