„ჩელსის“ 24 წლის გარემარბმა ჯეიდონ სანჩომ ისაუბრა იმაზე, თუ რისი მიღწევა სურს ლონდონურ კლუბში.
„მინდა გოლების გატანა და ასისტების შესრულება. გამოცდილი ფეხბურთელი ვარ და მსურს „სტემფორდ ბრიჯზე" აღფრთოვანება მოვიტანო. ვიმედოვნებ, ყველაფერი გამომივა“, - ციტირებს სანჩოს სიტყვებს „ჩელსის“ პრესსამსახური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 24 წლის თავდამსხმელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში ვერცერთხელ მოხვდა. „ჩელსის“ კი გასულ აგვისტოს შეუერთდა იჯარით.