კალათბურთი

12:52 | 3.09.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ვინისიუსმა გულშემატკივრებს NBA-ის მოთამაშეების მაისურების კოლექცია აჩვენა

მადრიდის „რეალის“ 24 წლის ბრაზილიელმა გარემარბმა ვინისიუსმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აბონენტებს ახალი ფოტო გაუზიარა. ვინისიუსმა აჩვენა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოთამაშეების ხელმოწერილი მაისურების კოლექცია.

ვინისიუსი ცნობილია კალათბურთის სიყვარულით და არაერთხელ დასწრებია NBA-ს მატჩებს. კერძოდ, გასულ სეზონში ის დაესწრო თამაშს „ოკლაჰომა სიტი ტანდერსა“ და „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ შორის (134:115), სადაც მხარი დაუჭირა თავის მეგობარს, „ტანდერის“ კანადელ მცველს შეი გილჯეს-ალექსანდერს. მანამდე ფეხბურთელმა მას საჩუქრად მადრიდის „რეალის" ხელმოწერილი მაისურა გაუგზავნა.

თეგებივინისიუსი

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:15 | 24.10.2021
პანტელეიმონი (4347)

აღმაშფოთებელია რაც რუსულენოვან რაგბის საიტზე rugger.info -ზე ხდება ამ დღეებში. თელ-ავივის გუნდთან ენისეი-სტმ წაგების შემდეგ რუსული ჭკუა დაკარგული ფანობა პირდაპირ ლანძღვაზე და ეთნიკური სახის შეურაცხობაზე გადავიდნენ. ჯერ იმას განიხილავდნენ, რომ საქართველო და ისრაელი აზიააო და რატომ თამაშობენ ევროპაშიო და პარალერულად ღირსების შემლახავი სიტყვებით "ამკობენ" ჩვენს ერს. მე, არ ვარ ამ საიტის გამომწერი, მაგრამ დრო და დრო შევდივარ ხოლმე და ვკითხულობ სტატიებს და გულშემატკივრების კომენტარებს. მახსოვს როგორი "პრინციპულობით" რეაგირებდა ხოლმე საიტის ადმინისტრაცია, როცა ქართველი საიტის გმომწერები რუსი გუშემატკივრის თავხედურ კომენტარებზე საპასუხოდ ოკუპაციის თემაზე და რუსულ შოვინიზმზე ჩამოაგდებდნენ ხოლმე საუბარს. მაშინვე ადმინის მიერ გაფრთხილება მოყვებოდა ხოლმე; რომ ეს რაგბის საიტია და არა სარაგბო თემებზე საუბრისგან და ერთმანეთის შეურაცხმყოფელი მიმართვებიდან თავი შეეკავებინათ, თორემ სიტს დაატოვებინებდნენ. შედეგად, rugger.info -ს შეფარული შოვინიზმის და ტენდეციურობის გამო ბევრმა ქართველმა დატოვა საიტი. ორი დღეა ვაკვირდები, მაგრამ საიტის ადმინისტრაცია ყურსაც არ იბერტყავს მათ საიტზე ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელ განნცხადებებზე. მოვითხოვ, თუ ეროვნული ღირსება კიდევ შერჩენია შესაბამის სტრუქტურებს დაბლოკილი იქნეს ეს საიტი და ქართულმა მხარემ ყველანაირი თანამშრომლობა შეწყვიტოს ამ ფაშისტურ საიტთან. ამავე დროს მივმართავ rugger.info -ს ქართველ გამომწერებს დატოვონ ეს საიტი და ეს ფაშისტური პუბლიკა მარტო თავის თავთან. კმარა, გეყოფათ ამდენი შეურაცხობის მოთმენა ! ! !

0.069197