ფეხბურთი

11:05 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ ტენ ჰაგი მეორე ყველაზე ცუდი მწვრთნელი „მანჩესტერ იუნაიტედში“

1 სექტემბერს პრემიერლიგის მე-3 ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ „ლივერპულთან“ დამარცხდა (0:3). მანკუნიანელთა მთავარი მწვრთნელისთვის ერიკ ტენ ჰაგისთვის ეს თამაში 118-ე ოფიციალური გახდა ინგლისური კლუბის სათავეში ყოფნისას.

54 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „წითელმა ეშმაკებმა“ 69 გამარჯვება მოიპოვეს, 15-ჯერ ფრედ ითამაშეს და 34 მარცხი განიცადეს. მატჩების რაოდენობასთან მარცხების პროცენტული მაჩვენებლით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით მატჩების საერთო რაოდენობის 28,81% წააგო. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ის არის მეორე ყველაზე ცუდი მწვრთნელი კლუბის ისტორიაში, რომელმაც გუნდთან ერთად 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

უარესი რეკორდი მხოლოდ შოტლანდიელ ტომი დოჰერტის აქვს, რომელიც მანჩესტერულ კლუბს 1972 წლიდან 1977 წლამდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით მანკუნიანელებმა 159-დან 51 მატჩი წააგეს (32,07%) - გვამცნობს Stats Foot.

0.118779