ფეხბურთი

10:26 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესმა ურუგვაის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა

ურუგვაის ეროვნული გუნდის შემტევმა, ლუის სუარესმა ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ფეხბურთელმა ცრემლები ვერ შეიკავა.

სუარესი ურუგვაის ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთელმა „ლა სელესტეში“ 142 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 69 გოლი გაიტანა და გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში, ფეხბურთელმა 2011 წლის კოპა ამერიკა მოიგო.

2024 წლის კოპა ამერიკაზე სუარესი ურუგვაის ნაკრებთან ერთად ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც კოლუმბიის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა (0:1). მესამე ადგილისთვის მატჩში ურუგვაელებმა კანადელები დაამარცხეს (2:2, 4:3 პენალტები). ტურნირზე სუარესმა მონაწილეობა მიიღო ოთხ მატჩში, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113856