ფეხბურთი

1:38 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი მალე თურქეთში იქნება, მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი კარიერას სტამბოლის „გალათასარაიში“ გააგრძელებს. მხარებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია: ოსიმენი თურქეთში სულ მალე ჩავა, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

ოსიმენი „გალათასარაის“ ივნისამდე იჯარით შეუერთდება და თურქული კლუბი გადაიხდის მის ხელფასს 9-10 მილიონი ევროს ოდენობით. სტამბოლელებს ოსიმენის გამოსყიდვის უფლება ან ვალდებულება არ ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ ექნება ოსიმენთან კონტრაქტის ერთი წლით, 2027 წლამდე განახლების ვარიანტი, რომლის საფუძველზე მისი გამოსასყიდი ფასი 80 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

ოსიმენს „ნაპოლის“ დატოვება სურდა, მაგრამ ზაფხულში შეთანხმებას ვერცერთ კლუბთან მიაღწია. იტალიელებმა კი, მის შემცვლელად რომელუ ლუკაკუ იყიდეს და ოსიმენი სერია A-ს განაცხადს მიღმა დატოვეს, რის გამოც 25 წლის ნიგერიელი იძულებული გახდა „გალათასარაის“ ვარიანტს დათანხმებული, რადგან სატრანსფერო ფანჯარა თურქეთში ისევ ღიაა.

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიმ“ 2020 წელს შეიძინა და მას შემდეგ 133 მატჩში 76 გოლი გაიტანა, 2023 წელს კი, იტალიის ჩემპიონი და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102714