ფეხბურთი

1:00 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანი კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ვილიანი კარიერას პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

36 წლის ფეხბურთელი ბოლო ორი სეზონი „ფულჰემში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა, შესაბამისად, საბერძნეთში უფასოდ გადავიდა და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვილიანს კარიერის განმავლობაში „ფულჰემის“ გარდა, „კორინთიანსში“, „შახტარში“, „ანჟიში“, „ჩელსიში“, „არსენალში“ უთამაშია, ხოლო 2011-2019 წლებში ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 70 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

0.122489