ფეხბურთი

23:48 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ესპანელი მცველი დაიმატა

იტალიურმა „რომამ“ ესპანელი მცველი მარიო ერმოსო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

29 წლის ფეხბურთელი „ჯალოროსის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ერმოსომ ბოლო ხუთი სეზონი „ატლეტიკოში“ გაატარა, სადაც 174 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, მანამდე ის „ესპანიოლსა“ და „ვალიადოლიდში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126116