ფეხბურთი

22:02 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენის ტრანსფერი გადაწყდა: მას სტამბოლის აეროპორტში 50 000 გულშემატკივარი დახვდება

სტამბოლის „გალათასარაიში“ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი გადაწყდა. ის სტამბოლის ათა თურქის აეროპორტში ადგილობრივი დროით 00:30 საათზე იქნება.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, აეროპორტში მას „გალათასარაის“ 50 000-მდე გულშემატკივარი დახვდება.

ოსიმენი „გალათასარაიში“ გადასვლამდე „ნაპოლისთან“ კონტრაქტს ერთი წლით განაახლებს, რათა იტალიურმა კლუბმა გაისად ის დაბალ ფასში არ დაკარგოს. საქმე ისაა, რომ ოსიმენს „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს და 2025 წლის ზაფხულში უკვე შეუძლია სხვა გუნდში იმაზე ნაკლებად გადავიდეს, ვიდრე დე ლაურენტისი ითხოვს. „ნაპოლის“ პრეზიდენტსაც ამ რისკზე წასვლა არ სურს.

ვიქტორი თურქულ გუნდს ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლების გარეშე) შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ნიგერიელის ხელფასს მთლიანად თურქები გადაიხდიან. 25 წლის ფორვარდი "გალათასარაიში" სამედიცინო შემოწმებას 3 სექტემბერს გაივლის.

ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლიში“ 2020 წლიდან 133 მატჩში 76 გოლი აქვს გატანილი, მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და სეზონში ხელფასის სახით 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

0.111846