ფეხბურთი

19:59 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სოლომონ კვირკველია "დინამო თბილისის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია „დინამო თბილისში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

32 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის დასრულების შემდეგ საუდის არაბეთის „ალ-ოხდუდი“ დატოვა და ევრო 2024-ის შემდეგ უგუნდოდ იყო, ბოლნისის „სიონში“ ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობდა. მან „დინამოსთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე გააფორმა.

კვირკველია უგუნდობის გამო ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში არ გამოიძახა.

სოლომონ კვირკველიას „რუბინში“, „ნეფტეხიმიკში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, „როტორში“, „მეტალისტში“, „გაგრაში“, „ნეფთჩისა“ და „ალ-ოხდუდში“ აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2014 წლიდან დღემდე 59 მატჩი ჩაატარა.

0.114609