ფეხბურთი

15:36 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ ტენ ჰაგი: "ჰარი პოტერი არ ვარ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა „ლივერპულთან“ მატჩის (0:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ჰარი პოტერი არ არის და გუნდს დრო სჭირდება.

„მე ჰარი პოტერი არ ვარ, ეს უნდა ვაღიარო. ახალი ფეხბურთელები გუნდს უნდა მოერგონ, მათ გუნდში ინტეგრაცია სჭირდებათ და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდის წარმატებაში ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ. ეს მარცხი ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის მძიმეა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ „ლივერპულმა“ გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო.

დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს ტიტულის მოგების შანსი გვექნება. კაზემირო იმიტომ შევცვალე, რომ 0:2-ს ვაგებდით და უფრო მეტი შემტევი მჭირდებოდა, უნდა გაგვერისკა. კაზემირომ კარიერაში ყველაფერი მოიგო და დარწმუნებული ვარ, გააგრძელებს გუნდის დახმარებას“, - თქვა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სეზონი მძიმედ დაიწყო და პრემიერლიგის სამ ტურში ორჯერ დამარცხდა, შესაბამისად, მხოლოდ 3 ქულა აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106472