ფეხბურთი

13:09 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

არაბული კლუბი "არსენალს" ტროსარის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს სთავაზობს

ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ საუდის არაბეთში ჯერ კიდევ ღიაა და არაბულ კლუბებს ფეხბურთელების დამატება შეუძლიათ.

როგორც ცნობილი გახდა, „ალ-იტიჰადი“ ლონდონის „არსენალს“ ლეანდრო ტროსარის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს სთავაზობს და არსებობს შანსი, რომ ეს ტრანსფერი შედგეს.

ბელგიელმა ფეხბურთელმა „არსენალში“ 2022 წლიდან დღემდე 70 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

ტროსარის გარდა, „ალ-იტიჰადს“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ დანილო პერეირას გადავიდა სურს, რომელიც ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის და პორტუგალიელმაც შესაძლოა, არაბული კლუბი გააძლიეროს.

0.111844