ფეხბურთი

1:32 | 2.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპეს დუბლით "რეალმა" "ბეტისი" დაამარცხა

ესპანეთის ლა ლიგის მეოთხე ტურში მადრიდის „რეალმა“ სევილიის „ბეტისს“ უმასპინძლა, რომელიც 2:0 დაამარცხა, რაც მთავარია, კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა.

ფრანგს აქამდე ევროპის სუპერთასზე ჰქონდა გატანილი, ლა ლიგაში კი ეს მისი პირველი გოლებია.

კარლო ანჩელოტის გუნდმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა: 67-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდეს შესანიშნავი პასის შემდეგ მბაპე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა. სულ მალე ვინისიუსმა პენალტი მოიპოვა, რომელიც მბაპემ გოლად აქცია და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„რეალს“ ოთხი ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და მეორეა, მაგრამ ლიდერ „ბარსელონასთან“ 4-ქულიანი ჩამორჩენა გააჩნია, ხოლო მომდევნო ტურში 14 სექტემბერს, სტუმრად „სოსიედადს“ დაუპირისპირდება.

0.120907