ფეხბურთი

23:43 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" და "ტორპედო" დაზავდნენ, "სამგურალმა" "გაგრას" აჯობა

საქართველოს ეროვნული ლიგის 23-ე ტური „დინამო ბათუმის“ და „ტორპედოს“ მატჩით დასრულდა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ბათუმელები ძალიან სწრაფად, მეოთხე წუთზე დაწინაურდნენ უერდი მარას გოლით და ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ 84-ე წუთზე ბიორნ იონსენმა გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 1:1.

„ტორპედო“ 42 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „კოლხეთს“ შეხვდება, ხოლო „დინამო ბათუმს“ მხოლოდ 35 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს, წინ კი, „იბერიასთან“ მატჩი ელოდება.

დღესვე, წყალტუბოს „სამგურალმა“ სტუმრად „გაგრა“ 3:1 დაამარცხა. გიორგი ლომთაძის გოლით თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ ჯერ ლუკა ხორხელმა გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევარში ლევან კუტალიამ და ფერნანდო ბულიმ წყალტუბოელებს მოაგებინეს.

„სამგურალი“ 29 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სამტრედიას“ ეთამაშება, ხოლო „გაგრა“ 21 ქულით მეცხრეა და „თელავს“ დაუპირისპირდება.

0.113223