ფეხბურთი

21:45 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ზედიზედ მეორე გამარჯვება ბუნდესლიგაში

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ფრაიბურგს“ უმასპინძლა, რომელიც დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა, ხოლო შეხვედრის მიწურულს თომას მიულერმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ფრაიბურგს“ შეეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ ბოლო წამზე ლუკას ჰოლერმა პენალტი კარს ააცილა.

მიუნხენის „ბაიერნს“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას „ჰოლშტაინ კილთან“ ჩაატარებს. ბუნდესლიგას ორი ტურის შემდეგ „ბაიერნთან“ ერთად 6 ქულით „ჰაიდენჰაიმი“ და „ლაიფციგი“ ლიდერობენ.

„ბაიერნი“ – „ფრაიბურგი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კეინი (38), 2:0 მიულერი (78)

0.117126