ფეხბურთი

21:11 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" მძიმე სიტუაციაში: "ლივერპულმა" "ოლდ ტრაფორდზე" გაისეირნა

ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომელშიც „ლივერპულმა“ სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ადვილად, 3:0 დაამარცხა.

არნე სლოტს „წითლებში“ შესანიშნავი სტარტი აქვს: სამიდან სამი მოგება გოლგაუშვებლად. ერიკ ტენ ჰაგის „მანჩესტერი“ კი უცვლელია - მძიმე დღეშია.

„ლივერპულმა“ ტაიმის მიწურულს ლუის დიასის დუბლით მოიპოვა უპირატესობა, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე მოჰამედ სალაჰმა ორ საგოლე პასს გოლიც დაუმატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ლივერპული“ 9 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად, ხოლო მომდევნო ტურში 14 სექტემბერს, „ნოტინგემს“ უმასპინძლებს.

„მანჩესტერმა“ ზედიზედ მეორედ წააგო, სამ ტურში მხოლოდ 3 ქულა აქვს, მე-14 ადგილზეა და წინ „საუთჰემპტონთან“ საგარეო შეხვედრა ელოდება.

„მანჩესტერი“ – „ლივერპული“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ლუის დიასი (35), 0:2 ლუის დიასი (42), 0:3 სალაჰი (56)

0.114518