ფეხბურთი

19:50 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის "უოტფორდის" პირველი მარცხი სეზონში, კაშიას "სლოვანი" "ჟილინასთან" განადგურდა

ინგლისის ჩემპიონშიფის მეოთხე ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „შეფილდ იუნაიტედს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

ეს ერთადერთი გოლი დანიელ ბახმანმა მეორე წუთზე საკუთარ კარში გაიტანა. მერე არაფერი შეცვლილა. გიორგი ჩაკვეტაძის თავის გუნდში საუკეთესო შეფასება ჰქონდა, მაგრამ მთლიანად გუნდმა ითამაშა ცუდად და უშანსოდ წააგო. ქართველი ნახევარმცველი 77-ე წუთზე შეცვალეს.

„უოტფორდი“ ოთხი ტურის შემდეგ 9 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 სექტემბერს, „ქოვენთრი სიტის“ უმასპინძლებს.

სლოვაკეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ბრატისლავის „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „ჟილინასთან“ მოულოდნელად, 0:5 განადგურდა. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მატჩისთვის სათანადოდ ვერ მოემზადა.

„სლოვანი“ 12 ქულით ლიდერობს სლოვაკეთის ჩემპიონატს, მომდევნო ტურში კი 14 სექტემბერს, „დუნაისკა სტრედას“ ესტუმრება.

დანიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „კოპენჰაგენმა“ დერბიში 10 კაცის შემადგენლობით (43-ე წუთიდან) „ბრინდბიუ“ 3:1 დაამარცხა. გიორგი გოჩოლეიშვილი 91-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი მოედანზე იყო და კარგადაც ითამაშა. „კოპენჰაგენი“ 7 ტურის შემდეგ 14 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 სექტემბერს, ჩემპიონ და ლიდერ „მიდტიულანდს“ სტუმრად შეხვდება.

0.115998