სხვა

18:34 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი დაუბრუნეს!

პარალიმპიადაზე გიგა ოჩხიკიძეს ოქროს მედალი დაუბრუნეს! ქართველმა სპორტსმენმა ბირთვის კვრაში მოახერხა პირველობა და მსოფლიო რეკორდის დამყარება, მაგრამ შემდეგ მაროკოსა და პოლონეთის დელეგაციების პროტესტის გამო, გიგას შედეგი გააუქმეს, როგორც ითქვა, ბირთვის არასწორად სროლისთვის.

თუმცა, ეს გადაწყვეტილება საქართველოს დელეგაციამ გააპროტესტა და შედეგსაც მიაღწია: ახლა ჩემპიონად ოფიციალურ საიტზე ისევ ოჩხიკიძეა გამოცხადებული.

შესაბამისად, მას ერგო ოქროს მედალი, ვერცხლი მაროკოელ აბდელჰამიდ განის, ხოლო ბრინჯაო ალირეზა მოხტარის.

შეგახსენებთ, რომ პარალიმპიადაზე საქართველოს დელეგაციის მონაგარი ორი მედალია - ოქრო გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა, ხოლო ტაეკვანდოისტმა ანა ჯაფარიძემ ბრინჯაო.

ზოგადად, ოჩხიკიძის მედალი მეორე ოქროა საქართველოსთვის პარალიმპიადის ისტორიაში, 2016 წელს, ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური გახდა.

0.11879