სხვა

17:11 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

პარალიმპიადაზე გიგა ოჩხიკიძის შედეგი გააუქმეს და ოქროს მედალი ჩამოართვეს

პარალიმპიადაზე ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძის შედეგი, რომელმაც ოქრო მოიპოვა, გააუქმეს.

ოფიციალურ ვებგვერდზე მისი შედეგი, რომლის მიხედვით ბურთი 9.66 მეტრზე ისროლა და არათუ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, არამედ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, უკვე გაუქმებულია.

შედეგად, ოქროს მედალი მაროკოელ აბდელილა განის (9.22), ვერცხლი ირანელ ალირეზა მოხტარის (8.69) და ბრინჯაო პოლონელ ბარტოშ გორჩაკს (8.41) ერგოთ.

როგორც ცნობილი გახდა, ოჩხიკიძემ ბირთვი არასწორად ისროლა და მისი შედეგი მაროკოსა და პოლონეთის დელეგაციის პროტესტის შემდეგ გადაიხედა, ამ პროტესტმა კი, როგორც ჩანს შედეგი გამოიღო.

ამრიგად, საქართველოს დელეგაციის აქტივში ისევ ერთი მედალია, რომელიც ტაეკვანდოისტმა ანა ჯაფარიძემ (ბრინჯაო) მოიპოვა.

0.113279