ფეხბურთი

13:20 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოტ დივუარის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

კოტ დივუარის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სულეიმან (სოლ) ბამბა 39 წლის ასაკში გარდაიცალა.

კოტ დივუარელს კიბო ჰქონდა, მაგრამ სიკვდილამდე მუშაობდა თურქული „ადანასპორის“ მთავარ მწვრთნელად. ბამბა 30 აგვისტოს შეუძლოდ გახდა „ადანასპორის“ მატჩის შემდეგ, 31 აგვისტოს კი, გარდაიცვაალ.

ბამბას არაერთგან უთამაშია - პსჟ-ში, „დამფერლაინში“, „ჰიბერნიანში“, „ლესტერში“, „ტრაბზონსპორში“, „პალერმოში“, „ლიდსში“, „კარდიფსა“ და „მიდლსბროში“, სადაც 2022 წელს კარიერა დაასრულა.

კოტ დივუარის ნაკრებში ბამბამ 2008-2014 წლებში 46 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102469