ძიუდო

12:36 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილის მკაცრი განაჩენი - სადისციპლინო კომიტეტმა ქართველი ძიუდოისტი დასაჯა

გურამ თუშიშვილი 6-თვიანი დუსკვალიფიკაციით დასაჯეს. გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო, მიზეზი კი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ტედი რინერთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტია.

ქართველმა ძიუდოისტმა ოლიმპიურ თამაშებზე ტედი რინერის საქციელი შეურაცხყოფად მიიღო. საქმე ეხება გამარჯვების შემდგომ ლეგენდარული ფრანგი სპორტსმენის ჟესტს. მან გამარჯვება დამცინავად გამოხატა და ძიუდოისტებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.

თუშიშვილს ამ წაგების შემდგომ გამოსვლა რეპეშაჟში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა ტურნირის ორგანიზატორებმა ის ოლიმპიური თამაშებიდან ჩახსნეს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კი მეორე დღიდან სადისციპლინო კომიტეტის განაჩენამდე თუშიშვილს ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქართველი ფალავანი 2025 წლის 25 თებერვლამდე დისკვალიფიცირებულია.

0.122103