ფეხბურთი

11:44 | 1.09.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ოფიციალურად: "ჩელსიმ" ჯეიდონ სანჩო დაიმატა

ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ჯეიდონ სანჩო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელი ლონდონელებს იჯარით, მაგრამ გაისად გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა. მთლიანობაში „ჩელსის“ ჯეიდონის ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდება, როცა მას გამოისყიდის.

ჯეიდონ სანჩომ „მანჩესტერში“ 2021 წლიდან 83 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე თავი „დორტმუნდში“ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ინგლისელის იჯარით დამატება ტურინის „იუვენტუსს“ სურდა, მაგრამ მათ უარი თქვეს გამოსყიდვის ვალდებულებაზე, რაც „მანჩესტერის“ მოთხოვნა იყო და ფეხბურთელი „ჩელსიში“ გაუშვეს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:03 | 17.07.2015
napolitano (196)

ვინმემ იკითხოს მაინც რას შვება რეხვო .....იქნებ მოიპოვოთ ინფორმაცია და დადოთ,.....

14:10 | 17.07.2015
Davita16 (2463)

დილა თუ გავიდა სტეაუას შეხვდება

13:31 | 17.07.2015
რაჭა (10043)

წარმატებები, როგორი იმედი გვქონდა ამისი "დინამოში", მაგრამ...
რეხვიაშვილი სად არის??? დიდიხანია მასზე ინფორმაცია არ დადებულა....

13:10 | 17.07.2015
BEERTRANCE (97819)

წარმატებები, იმედია ეგენიც არ გაკოტრდებიან

12:48 | 17.07.2015
shakooo7 (2507)

წარმატებები მერებ და მალე ნაკრებში

0.066428