ძიუდო

11:07 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ კობალაძის ბრინჯაოს მედალი კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმაში გაიმართა, ნოდარ კობალაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კობალაძემ (+90 კგ) პერუელი ამინ სილემი და ყაზახი დინმუხამედ ნისანბაი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში რუს რუსტემ კაძაევთან წააგო. მიუხედავად ამისა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რადგან ფრანგ ჟან და კოსტას აჯობა.

მედლამდე ერთი მოგება დააკლდა გიორგი გელაშვილს (90 კგ), რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრა დათმო ფრანგ გაია სონტაგთან.

საქართველომ კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა: გიორგი გივიშვილმა ოქრო, ნოდარ კობალაძემ კი ბრინჯაო მოიპოვა.

0.125068