ფეხბურთი

1:29 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" პირველი ქულა სეზონში

„ვალენსიამ“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა. რუბენ ბარახას გუნდი ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვილიარეალს“ დაუხვდა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

„ლოს ჩე“ უპირატესობას ფლობდა, საგოლე მომენტებიც შექმნა, 68-ე წუთიდან რიცხობრივი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო.

„ვალენსია“ 24-ე წუთზე უგო დურომ დააწინაურა, რასაც ტაიმის მიწურულს აიოზე პერესმა უპასუხა, ხოლო მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. გიორგი მამარდაშვილმა ორი დარტყმა მოიგერია, გაშვებულ გოლში კი, ბრალი არ მიუძღვის.

„ვალენსიამ“ სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო და ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 15 სექტემბერს, მადრიდის „ატლეტიკოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115086