ფეხბურთი

23:54 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის ჰეთ-თრიქით „მანჩესტერ სიტიმ“ „ვესტ ჰემს“ მოუგო

დღეს, 31 აგვისტოს, ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურის მატჩში „ვესტ ჰემმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა 1:3 წააგო.

ჰეთ-თრიქი შეასრულა მანჩესტერელთა ნორვეგიელმა შემტევმა ერლინგ ჰოლანდმა. ახლა მას სამ ტურში 7 გატანილი გოლი მოუგროვდა. შეგახსენებთ, რომ ეს მიმდინარე სეზონში ჰოლანდის მეორე სამგოლაა.

მასპინძელთა გოლიც სტუმრებმა გაიტანეს. რუბენ დიაშმა საკუთარ კარში შეაგდო.

ამ გამარჯვების შემდეგ „მანჩესტერ სიტიმ“ ცხრა ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილსაც ერთპიროვნულად ლიდერბს.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-3 ტური. 31 აგვისტო: არსენალი - ბრაიტონი 1:1, ბრენტფორდი - საუთჰემპტონი 3:1, ევერტონი - ბორნმუთი 2:3, იფსვიჩი - ფულემი 1:1, ლესტერი - ასტონ ვილა 1:2, ნოტინგემ ფორესტი - ვულვერჰემპტონი 1:1, ვესტ ჰემი - მანჩესტერ სიტი 1:3

0.114018