დღეს, 31 აგვისტოს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, გორის დილამ“ კი შინ უშუალო კონკურენტ „იბერიასთან“ 1:3 წააგო, თუმცა მაინც ხუთი პუნქტით უსწრებს და სატურნირო ცხრილს 47 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.
იბერიელთაგან დუბლი მიითვალა გუნდის კაპიტანმა გიორგი კოხრეიძემ, ერთიც გიზო მამაგეიშვილმა დაამატა. ეს ყველაფერი პირველი ნახევარი საათის განმავლობაში მოხდა.
გორელებმა ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე გაიტანეს. თავი განელმა დომინიკ ამპონსამ გამოიჩინა.
აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ 51-ე წუთიდან თბილისელები კაცნაკლულნი დაერნჩენ, მსაჯმა ოთარ მამაგეიშვილს ორი ყვითელი ბარაღი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა.
„დინამო“ თბილისმა აუტსაიდერ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 71-ე წუთამდე აგებდა. მატჩის გმირ-ანტიგმირი სამტრედიელთა ბრაზილიელი ლეო ასუნსეო გახდა, რომელმაც მე-17 წუთზე გახსნა ანგარიში, 71-ზე კი საკუთარ კარში გაიტანა 1:1.
ახლა „დინამოს“ 26 ქულა მოუგროვდა, მე-7 ადგილზეა და სამი პუნქტით უსწრებს ფლეი-აუტის ზონას. 15-ქულიანი „სამტრედია“ კი ბოლო, მე-10 ადგილზეა.
ფოთის „კოლხეთისა“ და „თელავის“ მატჩი უგოლოდ დასულდა - 0:0. „კოლხეთი“ ცხრილში მეხუთეა, „თელავი“ - მერვე.