ფეხბურთი

22:24 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი და საგოლე პასი ავსტრიის ჩემპიონატში (+VIDEO)
"შტურმმა" 0:2-დან 4:2 მოიგო

ავსტრიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში გრაცის „შტურმმა“ „ტიროლი“ დრამატულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა, რაშიც ოთარ კიტეიშვილის დიდი წვლილია.

ქართველმა ნახევარმცველმა თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა. „შტურმი“ 0:2 მარცხდებოდა, ხოლო 44-ე წუთზე კიტეიშვილმა თავური დარტყმით გაიტანა და სხვაობა შეამცირა.

66-ე წუთზე ლეონ გრგიჩმა ანგარიში სწორედ ოთარის პასით გაათანაბრა, ხოლო 10 წუთის შემდეგ გრგიჩმა დუბლიც შეასრულა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გრაცელებმა მეოთხეც გაიტანეს და მოიგეს.

ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ხუთ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

„შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში 5 ტურის შემდეგ 12 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი, 14 სექტემბერს, ვენის „აუსტრიას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111801