დღეს, 31 აგვისტოს, „ბარსელონამ,“ ესპანური პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურში „ვალიადოლიდს“ უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა. ჰანსი ფლიკის შეგირდებმა ძალიან იოლად მოუგეს მოწინააღმდეგეს.
ჰეთ-თრიქი შეასრულა ბრაზილიელმა რაფინიამ, თითოც ლევანდოვსკიმ, კუნდემ, ოლმომ და ფერან ტორესმა გაიტანეს.
ამგვარად, 4 თამაშის შემდეგ „ბარსელონამ“ მაქსიმალური 12 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. 4-ქულიანი „ვალიადოლიდი“ კი მე-12 ადგილზეა.