„სენტ ეტიენს“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა 3 წაგება და არც ერთი გოლი.
ოლივიე დალ’ოლიოს გუნდი მესამე ტურში სტუმრად „ბრესტს“ დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ უშანსოდ, 0:4 წააგო. „სენტ ეტიენს“ ხეირიანი შეტევაც კი არ ჰქონია და ანგარიში სრულიად ლოგიკური იყო.
ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ზედიზედ მესამე შეხვედრა ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში.
„სენტ ეტიენი“ უქულოდ და უგოლოდ, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 15 სექტემბერს, „ლილს“ უმასპინძლებს.